ზამთრის ბოლოს ან ადრე გაზაფხულზე ფუტკარს დამატებით ეძლევა ცომისებური საკვები - კანდი, რაც არც ისე სრულყოფილი, ტექნიკურად რთული დასამზადებელი და შედარებით ძვირადღირებულია.

პროფ გ. მაძღარაშვილმა შეიმუშავ ფუტკრის ბუნებრივ საკვებთან თვისობრივად ახლომდგომი, წლის ნებისმიერ დროს გამოსადეგი ინვერსიული სიროფის წარმოების ტექნოლოგია. ფერმენტული პრეპარატების გამოყენებით დამზადებული ინვერსიული სიროფი ფუტკრისათვის უსაფრთხო საკვებია. აქტიური სეზონის ბოლოს მისი გამოყენების შემთხვევაში მინიმუმამდე მცირდება სიროფის კონდიცირებისათვის საჭირო ენერგია, ზამთარში მუშა ფუტკრის კლება მინიმალურია, გაზაფხულზე ოჯახში მეტი ბარტყი იზრდება, უმჯობესდება მოზამთრე ფუტკრის ქიმიური შედგენილობა (ცხიმები და ცილები). სიროფი ადვილი დასამზადებელი და შესაბამისად ეკონომიურია, მასზე გაცემულია საავტორო მოწმობა #578 341 C 13K 3/00, 1977 და საავტორო უფლება # 5870 2014 . ინსტრუქციაში მოცემულია და გაეცნობით ტექნოლოგია, მოსამზადებელი აპარატის აღწერილობა და სიროფის პრაქტიკული გამოყენების ხერხებ. ინოვაცია დანერგილია ქვეყნის მასშტაბით (საგარეჯო, ახმეტა, თბილისი სენაკი და სხვ.) და წარმატებით გამოიყენება მეფუტკრეობის სფეროს კოოპერატივების, ფერმერების, პროფესიონალი და მოყვარული მეფუტკრეებისა და რაიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების მიერ.

დაინტერესების შემთხვევაში შესაძლებელია ინვერსიული სიროფის წარმოებისათვის საჭირო ფერმენტული პრეპარატის შეძენა. საკუთარი ძალებით ან ქარხნული წესით ნებისმიერი ტევადობის აპარატის დამზადება და შესაბამისი კონსულტაციების მიღება.

ავტორის კოორდინატები: . თბილისი, . სააკაძის #45 (მეტრო ნაძალადევთან)

ტელ.: 555 390756; 269 9706

საკონტაქტო პირი: ტექინფორმი, ტ: 233 4032